2021 წელს ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასტუმრო „ვაზისუბნის მამულმა“, ყოფილი პარლამენტარის არჩილ გეგენავას „ყვარლის ტბაზე“ 17%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას კახეთში მდებარე სასტუმროების შესახებ finspot ავრცელებს.

„ყვარლის ტბის“ შემოსავალი 2021 წელს 3.6 მლნ ლარი იყო, ზრდამ 2020 წელთან შედარებით 50%, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა. „ვაზისუბნის მამულის“ შემოსავალი კი 4.3 მლნ ლარი იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 115%-ით აღემატება.

სასტუმროებში, მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. ამ მხრივ „ვაზისუბნის მამული“ გამონაკლისია, სადაც ოთახის გაყიდვიდან შემოსავლები (1.6 მლნ ლარი) აჭარბებს საკვებისა და სასმელების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს (1.4 მლნ ლარი). „ყვარლის ტბის“ საკვებისა და სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (1.9 მლნ ლარი) კი ოთახის გაყიდვიდან შემოსავლებს (1.7 მლნ ლარი) მცირედით, მაგრამ აღემატება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ბენეფიციარი მფლობელები შპს „აგროგანვითარების“ გავლით, არჩილ გეგენავა (37.85%), ივანე ნიკოლაიშვილი (23%), გიორგი ჩუბინიშვილი (23%) და ანდრო გეგენავა (16.15%) არიან.

სასტუმრო “ვაზისუბნის მამულის“ მფლობელები კი მამუკა ხაზარაძე (50%) და ბადრი ჯაფარიძეა (50%).