დასალევი ხილ–ბოსტანეული „კეთილი და პატიოსანი“  ექსპორტზე ნიუ -იორკში გავიდა - როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის  დირექტორმა,  გიორგი ახალაძემ აღნიშნა, ამ  ეტაპზე აშშ-ში ერთი კონტეინერი გაიგზავნა და სხვადასხვა მაღაზიებში გაშლა იწყება.

„ახლა ჩავიდა  ერთი  კონტეინერი და  იწყება პროდუქციის  გაშლა  მაღაზიებში,  ძირითადად  ჩვენი  დისტრიბუტორი  დაინტერესებულია, რომ  შევიდეს  ტრადიციულ  ამერიკულ  ქსელებში, ნელ-ნელა კრებს  თავის  მომხმარებლებს,  ეს  არის  ფილადელფია და ნიუ-იორკი, ჯერჯერობით ამ ორ ადგილზე ხდება პროდუქციის მიწოდება“- აღნიშნა გიორგი ახალაძემ.

ახალაძის თქმით, კომპანია საფრანგეთში საცდელი პარტიის გაგზავნისთვის ემზადება.