საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში კერხერმა ქართველი მეღვინეებისთვის გამოფენა მოაწყო დასახელებით: „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“. სტუმრებს "კერხერის" წარმომადგენლებმა 50-მდე პროდუქცია გააცნო, რომელიც მეღვინეობის სფეროში აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში . მოწვეული სტუმრებისთვის მოწყობილი იყო სივრცეები, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოდგენილ პროდუქციას დეტალურად გასცნობოდნენ და თავად გამოეცადათ თითოეული მათგანი.
„კერხერის“ ორგანიზებით მეღვინეობის სექტორთან შეხვედრა პირველად მოეწყო, თუმცა მსგავსი გამოფენები აქტიურად იმართება მეორე წელია სხვადასხვა ბიზნესებთან, ასეთია ინდუსტრიის და წარმოების ბიზნესი, სტუმარმასპინძლობის ბიზნესი, აგრო ბიზნესი და სხვა.