„თიბისი კაპიტალის“ მომხმარებლის ხარჯების დინამიკის თანახმად, 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20 %-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 81% და 19%-ად განაწილდა.
2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 26% სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა, ხოლო 16% რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა დაიკავა.
ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20 %-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა.
2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40 % შეადგინა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44%-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა.