სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” თბილისში, თვალჭრელიძის I შესახვევში, N6-ის მიმდებარედ არსებული 12839.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე გამოაქვს.

აუქციონის საწყისი ფასი 1,641,000 ლარია. მოცემულ მომენტში აუქციონს კანდიდატი არ ჰყავს.

საკადასტრო კოდი: 01.19.18.006.171;

საპრივატიზებო  ობიექტს კვეთს სს „თელასის“ საკუთრებაში არსებული  (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი.

ლოტი პირობის გარეშე იყიდება და აუქციონი 30 ივნისს 17:00 საათზე სრულდება.