„ისთ ფოინთის" ადმინისტრაცია, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, ამოქმედდა უსაფრთხოების შესაბამისი ინსტრუქცია და შესაბამისი სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება.

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.