საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადი გარემოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.