Georgia Capital PLC-ის (GCAP) CEO-მ ირაკლი გილაური კომპანიაში საკუთარი აქციების 20%-ის გაყიდვას გეგმავს. GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის ნილ ჯანინის განცხადებით, დროთა განმავლობაში, ირაკლი გილაურმა Georgia Capital-ში მნიშვნელოვანი მფლობელობა დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფულადი ანაზღაურება არ მიუღია. შესაბამისად, ჯანინის თქმით, ანაზღაურების კომიტეტმა გილაურს მოუწოდა, გაეყიდა თავისი აქციების ნაწილი Georgia Capital-ში.
ჯანინის ცნობით, 1H25-ის ანგარიშის გამოქვეყნების დღეს, 6 აგვისტოს, გილაურმა დაადასტურა, რომ გეგმავს დროთა განმავლობაში გაყიდოს მაქსიმუმ Georgia Capital-ის 625 000 აქცია, ფინანსური დივერსიფიკაციის მიზნით. ეს იქნება მისი პირველი აქციების გაყიდვა მას შემდეგ, რაც კომპანია 2018 წლის მაისში დაარსდა.
ამჟამად, გილაური ფლობს საერთო ჯამში 3,126,503 აქციას, რომელთაგან 2,131,709 აქცია მის საკუთრებაშია პირდაპირ და 994,794 აქცია ჯერ არ არის გადაცემული (ფლობს როგორც ნულოვანი ღირებულების ოფციონებს), რომლებიც გადაეცემა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ანაზღაურების პოლიტიკის განრიგის შესაბამისად.
ჯანინის თქმით, გილაურმა ეს აქციები Georgia Capital-სა და მის წინამორბედში – საქართველოს ბანკში, თავისი 20 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში დააგროვა სხვადასხვა გზით: ნაღდი ფულით შეძენით (213 523 აქცია), გადავადებული ხელფასის აქციებით (ნულოვანი ღირებულების ოფციონებით) და აქციონერული ბონუსებით – თავდაპირველად საქართველოს ბანკში, შემდგომში კი Georgia Capital-ში.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გაყიდვის შემდეგ და 2025 წლის სახელფასე აქციების მინიჭების შემდეგ, გილაური დაახლოებით 2.7 მლნ აქციას დაიკავებს.
მისივე თქმით, ჯგუფის CEO კვლავ ძალიან დარწმუნებულია როგორც Georgia Capital-ის, ასევე საქართველოს ეკონომიკის ძლიერ პერსპექტივებში და დარჩება კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქციონერი. ოჯახური ქონების დაგეგმარების მიზნით, მან ასევე შეატყობინა კომპანიას, რომ გეგმავს დარჩენილი აქციების გადატანას ცალკე სამართლებრივ სუბიექტში.