კომპანია „იორვერდე“ გამწვანებით სხვადასხვა სახის მცენარეების და ყვავილების გამოყენებით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, ასევე ატარებს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს, რათა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მწვანე კომპოზიციები შექმნას, „იოვერდეს“ მიზანი საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებაა. კომპანიის  სლოგანი - Green Art ანუ მწვანე ხელოვნებაა. როგორც „იორვერდეს“ დამფუძნებელი ნინო იოსელიანი აღნიშნავს,  კომპანიის მიზანია საქართველო მწვანე სიცოცხლის ხაზით წარმოაჩინოს და მწვანე ტენდენციების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს, რადგან მწვანე სიცოცხლის მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო აქტუალური და საჭირო ხდება . როგორც ნინო იოსელიანი აღნიშნავს, მწვანე ვერტიკალური გამწვანებით, ჯერ კიდევ 2008 წელს, ბარსელონაში დაინტერესდა.  ერთ-ერთ გამოფენაზე მისი ყურადღება ულამაზესმა, გამწვანებულმა კედელმა მიიპყრო, სადაც არც მზე ხვდებოდა და არც სარწყავი სისტემა იყო დამონტაჟებული. მალე გაარკვია, რომ საქმე სტაბილიზირებულ მცენარეებთან ჰქონდა, რომელთაც არანაირი მოვლა არ სჭირდებოდათ.  ისინი სპეციალური ბიოლოგიური ხსნარით იყვნენ დამუშავებული.

2013 წელს ნინო  საქართველოში დაბრუნდა და კომპანია  „იოვერდე“ – GREEN ART შექმნა, რომელიც დღესაც აქტუალურად აგრძელებს მუშაობას  მწვანე სიცოცხლის პოპულარიზაციის მიზნით.

გთავაზობთ ინტერვიუს „იორვერდეს“ დამფუძნებელ ნინო იოსელიანთან. 

-რა გამოწვევებს წააწყდით ამ სფეროში, როდესაც საქართველოში დაბრუნდით?

- გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეს სარწყავი სისტემა და მზის სხივები სჭირდება ძალიან პრობლემატურია ინტერიერში ისეთი მწვანე სივრცეების შექმნა, რომელიც არ გაფუჭდება და არ გახმება. ადამიანები მიჩვეულები არიან, რომ მცენარეებს ყოველდღიური მოვლა სჭირდებათ, სწორედ ამიტომ ისინი თავს არიდებენ ამ პასუხისმგებლობას, რომელიც მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

იოვერდეს უნიკალური შეთავაზება, მწვანე ვერტიკალური დეკორის შესახებ, რომელიც არ საჭიროებს მოვლისა და მორწყვის პროცესებს და ის ნებისმიერი სახის სივრცეს ერგება ძალიან უცხო და წარმოუდგენელი იყო ჩვენი დამკვეთისთვის. ძალიან უჭირდათ ამის დაჯერება და  ხშირად მეკითხებოდნენ, პლასტმასა ხომ არ იყო. მით უმეტეს, რომ სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ არის აქტუალური მწვანე დეკორის შექმნა პლასტმასის მცენარეებით, რაც ჩემთვისაც მიუღებელია და ზოგადად დღეს მსოფლიოშიც ძალიან ცუდ ტონად ითვლება. მწვანე, ცოცხალ მცენარეს სულ სხვა ენერგეტიკა აქვს, დღეს ადამიანები ბუნებასთან სიახლოვის ნაკლებობას განვიცდით. ასეთი სივრცეების შექმნა კი გვეხმარება ბუნებასთან დასაახლოებლად. შესაბამისად, როდესაც პლასტმასის მცენარეს იყენებ, კონცეფცია თავიდან ბოლომდე ირღვევა და კედელიც თავის ძირითად ფუნქციას კარგავს.

-დღესდღეობით, რას ქმნის კომპანია, რას სთავაზობთ მომხმარებელს და  რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?

ცოტა ხნის წინ „იოვერდემ“ დაიწყო კოლაბორაცია მარკეტინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგასთან“. ჩემი და ანა ჩანგიანის  კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოპულარიზაციას უწევთ მწვანე მიმართულების კომპანიებს. როდესაც შენ სიახლის შემომტანი ხარ და მწვანე მიმართულება გაქვს არჩეული, ამას შესაბამისი საკომუნიკაციო არხები და სწორი მესიჯბოქსი სჭირდება, რათა სწორი კომუნიკაცია დაამყარო შენს სამიზნე აუდიტორიასთან. გარდა ამისა, საზოგადოებას ნათლად უნდა დაანახო მსგავსი პროექტების საჭიროება. ამის გაკეთება კი ყველას არ შეუძლია. აუცილებელია გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სწორად მიიტანს ინფორმაციას მომხმარებლამდე. „იოვერდე“ და „ქოლგა“ ერთად ბევრ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს.

-ვინ შეიძლება იყოს „იოვერდეს“ მომხმარებელი და რას სთავაზობთ მათ?

-„იოვერდეს“ მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბუნება და მცენარეები უყვარს. სიმართლე გითხრათ, სხვანაირ ადამიანს არც კი ვიცნობ. ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარების პარალელურად, ჩნდება ბუნებისა და მცენარეების დეფიციტი, რომელსაც ადამიანები სწორედ ჩვენი მსგავსი პროდუქტებით ივსებენ. 

ჩვენ ვქმნით მწვანე სივრცეებს როგორც კერძო ბინებსა და სახლებში, ისე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: შოურუმი, კაფე-ბარი, რესტორანი, ოფისი და ა.შ. სხვათა შორის, ეს გამწვანება ძალიან უხდება ოფისის გარემოს, რომელსაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს და  თანამშრომლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან როცა ხანგრძლივად გიწევს კომპიუტერთან მუშაობა, მწვანე სივრცეზე მზერის გადატანა  თვალს ამშვიდებს და ადამიანს პოზიტიურ განწყობას უქმნის.

იოვერდეს შეთავაზების უნიკლაურობა კი იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი ვერტიკალური გამწვანება არ საჭიროებს არანაირ მოვლას, მორწყვის სისტემის ინსტალირებას და ის ერგება ლოკაციის ყველანაირ სივრცეს. მწვანე დეკორი, სპეციალურიად ბუნებრივი ნივთოერეებით დამუსავებული სტაბილიზირებული მცენარეებით მინიმუმ 10 წლის მანძილზე ინარჩუნებს ორგანულ იერსახს.

მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კედლებისა, ჩვენ კომპოზიციებს ვქმნით ჭერზე, მაგიდებზე... ამასთანავე, ვმუშაობთ დეკორატიულ, გამწვანებულ ნივთებზე.