Huawei კომპანიის ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტური ავტომობილი — Saic H5 გამოუშვა, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადი მალევე გახდა: პირველივე საათებში ახალი მოდელი ჩინეთში 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა.
ახალი საშუალო ზომის კროსოვერი, რომელიც Huawei-მ და Shanghai Automotive Industry Corporation-მა ერთად შეიმუშავეს, გლობალურ ბაზარზე სექტემბრის ბოლოდან გამოვა.
სტარტის ფასი 159 800 იუანია ($2250). შედარებისთვის, უფრო ძვირ Aito M7-ს გამოშვებიდან პირველ საათებში 30 000 შეკვეთა ჰქონდა, სტარტის ფასი კი 279 800 იუანი ($38 000) იყო.