საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადაეცა,- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ოლიკო კობახიძემ რადიო "კომერსანტის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ეს აღნიშნული ჯილდო საერთაშორისო დონეზე საქართველოს პროგრესის, წარმატების დადასტურებაა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით.
,,კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება და სხვადასხვა ნომინაციასა და მიმართულებას აერთიანებს. მათ შორის, მომხმარებლის განათლება ბიზნესს სამომხმარებლო ურთიერთობაში, კომუნიკაციის სტრატეგიის დანერგვა-გაძლიერება. 2025 წლის შედეგების მიხედვით, სააგენტომ მიიღო ჯილდო ნომინაციაში: „ბიზნესს სამომხმარებლო ურთიერთობაში ეფექტიანი კომუნიკაციის დანერგვა და განხორციელება“.
ჯილდო, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ამასთან ერთად, ერთგვარი პასუხისმგებლობაც გახლავთ. ეს არის დადასტურება, რომ საქართველოს სახელი საერთაშორისო დონეზე ჟღერს და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ ღონისძიებები, რაც სააგენტოს მიზნად აქვს დასახული, რათა დაცული იყოს ბიზნესს სამომხმარებლო ურთიერთობაში ინფორმირებულობა. საერთო ჯამში ხომ სწორედ ეს ქმნის კეთილსინდისიერ და კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოს",- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ "კომერსანტის" ეთერში.