28 მარტს გამართულ შეხვედრაზე, გლობალური ICC-ის აღმასრულებელმა საბჭომ B-MENA-ს რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის (RCG) თავმჯდომარედ ფადი ასლი დაამტკიცა.
ეს ჯგუფი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკაში, გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს.
ფადი ასლის თქმით, მისი ახალი ფუნქციის ფარგლებში, მეტად გაააქტიურებს და გააცოცხლებს ეროვნულ კომიტეტებს რეგიონში, კოორდინირებას გაუწევს საუკეთესო პრაქტიკას, წაახალისებს ICC-ის გლობალური პარტნიორობის შეთანხმების და ICC სტრატეგიული ჩარჩოს განხორციელებას.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე დანიშვნა და გამოვიყენებ ყველა ძალისხმევას, რათა დავეხმარო თითოეული ეროვნული კომიტეტის გაძლიერებას მსოფლიოს ჩვენს ნაწილში; მე ხელს შევუწყობ გლობალური ICC-ის დღის წესრიგს, რათა უფრო მეტმა ბიზნესმა შეძლოს აყვავება და, შესაბამისად, წვლილი შეიტანონ მათი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაში“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.
ფადი ასლი ICC-ის რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ დაინიშნა
ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას