ბათუმი | 1 აგვისტო, 2025 – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი “off-price” ქსელი ბრენდული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სეგმენტში — ევრობრენდი, 1 აგვისტოდან ახალ ფილიალს ხსნის ბათუმში. ეს უკვე მეორე ლოკაციაა ამ ქალაქში, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივებს წვდომას ხარისხიან ბრენდულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასად.

ევრობრენდის პირველი მაღაზია ბათუმში მდებარეობს სავაჭრო ცენტრში “ბათუმი მოლი”, ხოლო მეორე ფილიალი განთავსდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ზ. გორგილაძის ქუჩა #9, რაც შოპინგს გახდის მოსახერხებელს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტული ნაკადებისთვის.

ახალი ფილიალის გახსნით, ევრობრენდი საქართველოში უკვე მე-12 ლოკაციას ამოქმედებს, რაც ხაზგასმით მიუთითებს კომპანიის სტაბილურ ზრდასა და მომხმარებელთა მზარდ ინტერესზე.

კომპანია ცნობილია იმით, რომ საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სთავაზობს მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად -70%-მდე ფასდაკლებით.

💬 კომპანიის წარმომადგენელი, განმარტავს:

„ჩვენთვის ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა როგორც სტრატეგიულად, ისე მომხმარებელთა მრავალფეროვნების კუთხით. მეორე ფილიალის გახსნით ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მეტი კომფორტი, მეტი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასები. ჩვენი მიზანია ევროპული ბრენდები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.“

გახსნის დღეს, მომხმარებლებს დახვდებათ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, რაც ახალ ფილიალს გახდის საზაფხულო შოპინგის ცენტრად ბათუმში.

📍 მისამართი: ზ. გორგილაძის ქუჩა #9

🕛 გახსნა: 1 აგვისტო, 12:00 საათი