დასასვენებელი კომპლექსი Vaio Resort რომელიც აჭარაში, ზღვის დონიდან 380 მეტრზე, ქედის სოფელ ვაიოში მდებარეობს დამსვენებელს სრული დატვირთვის 2023 წლიდან მასპინძლობს.

„ვაიო რეზორტის“ შექმნაზე და მის სამომავლო გეგმებზე, „კომერსანტი“ რეზორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ელისაბედ ჯორბენაძეს ესაუბრა.

როგორც ელისაბედ ჯორბენაძე „კომერსანტთან“ ამბობს, იდეა მარნის შექმნითა და სოფლის გამოცოცხლების სურვილით დაიწყო. დღეისათვის ვაიოში მისულ მომხმარებელს სარესტორნო სივრცე, ღია საცურაო აუზები, ხელნაკეთი ღვინის მარანი დახვდებათ. დამსვენებლების განთავსება ხის კოტეჯებში ხდება, საიდანაც ხედები ველურ ბუნებაზე იშლება, გარდა ამისა „ვაიო რეზოტიმომხმარებელს მაღალმთიან აჭარაში ტურებსაც სთავაზობს. კომპლექსში აწარმოებენ ღვინოს და მისდევენ მეფუტკრეობასაც, გარდა ამისა კერძები ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტებით მზადდება.

„ფაქტობრივად ეს გახლდათ წინაპრებისეული ისტორიის ახალი ძალით გაგრძელება. ამჟამად, სტუმრებს ვთავაზობთ განთავსების, სარესტორნე, საკონფერენციო, ღია აუზისა და საუნის, ბარის, სამარნე, თაფლის თერაპიის მომსახურებებს. ჩვენი მომსახურება გამოირჩევა კომპლექსურობით, ნატურალური ადგილზე მოწეული პროდუქციის სტუმრებზე შეთავაზებით და თანაც იმ პრეცედენტით, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი აჭარის რეგიონში ერთადერთია, რომელსაც ოჯახი უძღვება რწმენითა და სიყვარულით,რომელიც სოფელთან აკავშირებს შთამომავლობას.“ - აღნიშნავს ელისაბედ ჯორბენაძე.

ჯორბენაძის თქმით, ამ ეტაპზე რეზორტისთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა, თუმცა იმედოვნებს რომ მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია ვაიოს აუცილებლად ეწვევა. კომპლექსის ისტორია 4 წლის წინ ღვინის მარნით იწყება, რომლის ამოქმედებაში პროექტი „აწარმოე საქართველო“ დაეხმარა, შემდეგ ოჯახმა მისი განვითარება საკუთარი სახსრებით მოახერხა.

კომპლექსი ამ ეტაპზე 5-მდე ადამიანს ასაქმებს, როგორც ჯორბენაძე განმარტავს. კომპლექსი ადგილობრივების დასაქმებაზეა ორიენტირებული, თუმცა კადრების დეფიციტიდან გამომდინარე ცდილობენ კადრების სხვა ქალაქიდან მოწვევასაცც რაც ახლად დაწყებული ბიზნესისთვის საკმაოდ ხარჯიანი პროცესია.

„ვაიო რეზორტში“ ორადგილიანი ნომრის ფასი 360 ლარიდან იწყება. 9 ადგილიანი კოტეჯის ფასი კი 850 ლარამდეა.