საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის დღეიდან, 18 სექტემბრიდან, მგზავრობის ტარიფებს 12%-ით აძვირებს.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები კომპანიისგან Bolt-ის მომხმარებელთა ნაწილსა და „პარტნიორ მძღოლებს“ 17 სექტემბერს, საღამოს საათებში მიუვიდათ.
Bolt-ის საიტზე წერია: „18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება (ცვლილება არ ეხება მინიმალურ ტარიფებს)“.
„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება. მადლობა ნდობისთვის, ყოველდღიური შრომისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ქალაქს გადაადგილებაში ეხმარებით. გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობებსა და შემოსავლიან სამუშაო დღეებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც მძღოლებს მიემართება.
შეახსენებთ, ბოლო ერთ თვეში საწვავი კიდევ 20-45 თეთრით გაძვირდა.