საერთაშორისო გამოცემა iGaming Express-მა SPRIBE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ნატროშვილი მსოფლიოს iGaming ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ყოველწლიური რეიტინგი აერთიანებს იმ ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს გლობალური iGaming ინდუსტრიის განვითარებაზე.

iGaming Express-ის შეფასებით, დავით ნატროშვილმა ინდუსტრიაში crash თამაშების სრულიად ახალი კატეგორია დაამკვიდრა და Aviator გლობალურ ფენომენად აქცია. გამოცემა აღნიშნავს, რომ SPRIBE-ის სწრაფმა ზრდამ და ინოვაციურმა მიდგომამ შეცვალა როგორც მოთამაშეების მოლოდინები, ისე ოპერატორების ხედვა თანამედროვე iGaming-ის მიმართ.

რეიტინგის პირველ ადგილზე დასახელებით, დავით ნატროშვილმა გაუსწრო ისეთ ლიდერებს, როგორებიც არიან ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, Flutter Entertainment-ის CEO პიტერ ჯექსონი, Bet365-ის CEO დენის კოუტსი და Stake-ის დამფუძნებელი ედ კრევენი.

„ეს აღიარება მთელი SPRIBE-ის გუნდის დამსახურებაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით არა უბრალოდ წარმატებული პროდუქტის შექმნას, არამედ ისეთი გამოცდილების შეთავაზებას, რომელიც ინდუსტრიის განვითარებას ახალ მიმართულებას მისცემდა. მოხარული ვარ, რომ ეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე ასეთ მაღალ შეფასებას იღებს,“ — განაცხადა დავით ნატროშვილმა.

iGaming Express-ის შეფასებით, მისი გავლენა სცდება ერთი კომპანიის წარმატებას და წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია ინოვაციას სრულიად ახალი ბაზრის ფორმირება.

SPRIBE-ის შესახებ

SPRIBE არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და iGaming ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი. 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ შექმნა Aviator — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაში. დღეს SPRIBE-ის პროდუქტები მსოფლიოს მრავალ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს.

 SPRIBE არის UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ის პარტნიორი, ხოლო მისი ბრენდ-ამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები და ვარსკვლავები არიან. კომპანია აგრძელებს საერთაშორისო გაფართოებას და ინოვაციური პროდუქტების შექმნას, რომლებიც iGaming ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.