დღეიდან, 1 ივნისიდან, იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის წესი ემიგრანტებისთვის. კერძოდ, ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.
„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგlებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.
მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,“ - წერია დადგენილებაში.