დანია კლიმატის ეფექტურობის მხრივ მსოფლიო ლიდერად დასახელდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეფექტიანობის ინდექსის (CCPI) მიხედვით, ეს ქვეყანა აქტიურად იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს და თანმიმდევრულად ამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას.

ყოველწლიური ანგარიში აფასებს, თუ რამდენად წარმატებით ახორციელებენ ქვეყნები პარიზის შეთანხმებას. რეიტინგი ეფუძნება ემისიებს, განახლებადი ენერგიის სფეროში პროგრესს, ენერგიის მოხმარებას და კლიმატის პოლიტიკას.

დანია დიდი ხანია უდავო ლიდერად ითვლება ოფშორული ქარის ენერგიის განვითარებაში და ელექტრომობილების გავრცელებაში.