მშენებარე კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება კვლავ პრობლემად რჩება. დეველოპერები ვერ ახერხებენ დროულად შენობების დასრულებას. თავის მხრივ, დუსრულებელ მშენებლობებს უამრავი დაზარალებული ჰყავს. ამიტომაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ასეთ კომპანიებს შეღავათი გაუგრძელოს და ვადა 3 წლით - 2028 წლამდე გადაწიოს.
დარგის სპეციალისტებს საკითხთან დაკავშირებით მათგანსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი დამოკიდებულება კარგია. ეს დადგენილება საშუალებას მისცემს სამშენებლო კომპანიებს დაასრულონ მიმდინარე პროექტები. თუმცა, დროის გახანგრძლივებასთან ერთად საჭიროა, ამოქმედდეს, კონტროლის მექანიზმები, რომ კომპანიებმა კეთილსინდისიერად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესმა დაუსრულებელი სახე მიიღოს.
ურბანისტ მამუკა სალუქვაძის შეფასებით, ჩაბარება სჭირდება ყველა მშენებარე ობიექტს. დაუსრულებელი სახით ქალაქში ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის დატოვება არ შეიძლება. ზოგან მენეჯმენტი არ უვარგათ, ზოგანაც ბევრი ტექნიკური ხასიათის პრობლემაა და ამიტომაც ვერ ხერხდება ვადების დაცვა.
,,რა თქმა უნდა, დაუსრულებელ მშენებლობებს ყურადღება უნდა მიექცეს. თუ ჩვენ ვხედავთ ბევრ მშენებარე კორპუსს და მათი უმეტესობა სხვადასხვა მიზეზების გამო ექსპლუატაციაში მიღებული არაა. ბევრი საკითხია ერთმანეთთან გადაჯაჭვული და მათ შორის ინსპექტირების საკითხიც. აუცილებელია, რომ იყოს გარანტია მშენებლობა დასრულდეს ისე, როგროც ამას მოითხოვს კანონმდებლობა", - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ყოველთვის არსებობდა. მეტად მტკივნეული იყო 2000-იანი წლები, როდესაც კომპანიებმა მოატყუეს მობინადრეები. ამიტომ მთავარი მაინც ისააა, რომ მშენებელი კომპანია კომპეტენტური და სინდისიერი იყოს.
,,ახლა მეტწილად პრობლემა დაძლეულია, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ადამიანები დაუსრულებელ კორპუსებში ცხოვრობენ. ჩვენთან ყველაფერი ხდება, თუმცა ეს კანონით ნებადართული არაა. სახელმწოფო ორგანოებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ზედამხედველობა უნდა გასწიონ. ამიტომაც, მეტი ყურადღებაა საჭირო და კონტროლიც შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ნებართვას გასცემს მერია, ამიტომაც მათი მხრიდან მონიტორინგი და ინსპექტირება უნდა ხდებოდეს.
ვადების გაგრძელება კარგია, მაგრამ შეუძლებელია ეს პროცესიც დაუსრულებელი იყოს. ამიტომ ვახენე კონტროლის გამკაცრება თვითმმართველობების მხრიდან. კონტროლისა და ქმედითი ჩარევების გარეშე ადვილი შესაძლებელია 2028 წლის შემდეგ ვადამ კიდევ 4 წლით გადაიწიოს. ასე მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება? ამიტომაც ნებართვის გაცემას ისეთი კონტროლის მექანიზმები უნდა ახლდეს, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დასრულებას და ჩაბარებას" - ამბობს სალუქვაძე.
სამშენებლო სფეროს სპეციალისტი მალხაზ კუნელაური კი საკითხს სკეპტიკურად უყურებს. მისთვის აღნიშნული ინიციატივის მიღმა ბევრი კითხვის ნიშნებია და ფიქრობს, რომ ან სახელმწიფო აპარატი არ მუსაობს ეფექტურად, ან კერძო ინტერესებია ჩამალული.
,,მე როგორც ვიცი, ერთხელ ამინისტირებულ ობიექტებს უნდათ, რომ მორიგი სამშენებლო ამინისტია შეახონ, რომ დარღვევები ეპატიოთ. ამ საკითხს დადებითად არ ვუყურებ. ხელისუფლებამ წლების განმავლობაში უამრავი საკანონმდებლო რეგულაცია შექმნა, გაზარდა ბიუროკრატიული ბარიერები იმისთვის, რომ ქაოსური და უსახური მშენებლობები გამოესწორებინა. ამ პროცესებმა ბევრი ბარიერი წარმოშვა, მშენებლები ნებართვებს ვერ იღებდნენ. საბოლოოდ, 2020 წელს მიიღეს საკმაოდ დიდი და ფართომასშტაბიანი ამინისტია დაუსრულებელი ობიექტებითვის და არა მხოლოდ სამშენებლო დარღვევების პატიებას დაპირდნენ, არამედ, სსიხლის სამართლის პასუხისმგებლობებისაგან და გადასახადებისგანაც კი გაათავისუფლეს ბევრი მათგანი.
ახლა რა ირკვევა? ან რეგულაციამ არ იმუშავა, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ მსხვილ ჯგუფებს, რომლებიც სამშენებლო სექტორით არიან დაინტერესებული შეექმნათ დიდი კაპიტალი და წინასწარ გამიზნულად დაერღვიათ პროექტები, იმ მიზნით, რომ შემდგომში მათი ამინისტირება მომხდარიყო. შესაბამისად, სანახავია ძირითადი ამინისტიის აქტით რომელმა სუბიექტებმა ისარგებლეს და მივხვდებით რასთან გვაქვს საქმე.
ფაქტია, ან სახელმწიფო აპარატი არ მუშაობს ეფექტურად და კანონმდებლობა არაა მორგებული პრაქტიკაზე და სახვა ადამიანებისთვის წინაპირობის შექმნას ემსახურება, ან კერძო ინტერესებია დაფარული. ყველა შემთხვევაში ცუდსა და უარესს შორის გვაქვს პასუხი მისაღები. გადასახედია ის სამშენებლო პოლიტიკა, რაც ქალაქში არსებობს. თუ ამდენი ბიუოროკრატიული პროცედურები, ექსპერტიზებია, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ მშენებლობებს და მაინც ვერ ხერხდება სრულყოფილი შესრულება, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, სად არის პრობლემა?
ჰუმანური აქტის და ამნისტიის წინააღმდეგი არ ვარ, მივესალმები კიდევაც. როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, უნდა გაკეთდეს შეღავათები, რადგან ქალაქის იერსახეს მოწესრიგება, მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა აუცილებელია, მაგრამ ამას არ უნდა მიეწებოს ისეთი თემები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს.
საიდან გაჩნდა იმ მოცულობის დარღვევა, რომ 3-4- წლის განმავლობაში ვერ გასწორდა? ამ პროცესის მიმართ არსებობს ბევრი კითხვა. მაშინ თქვან, რომ კანონმდებლობა არ მუშაობს და გააუქმონ. თუ არადა თქვან, რომ კანონმდებლობა ბაზარზე შეიქმნა თავისუფალი კონკურენციის წინაღობისთვის, რომ ვიღაცამ შეძლოს პროექტის განხორციელება და ვიღაცამ - ვერა", - აღნიშნავს მალხაზ კუნელაური.
დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათების 3 წლით გახანგრძლივებაზე ცვლილება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
მშენებლები, რომლებიც 2025 წლამდე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ასწრებენ, შეღავათით სარგებლობა გაუხანგრძლივდებათ და ისინი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელს ისევ არ გადაიხდიან.
“აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით, დაუმთავრებელი ობიექტები დღემდე სარგებლობენ ამ შეღავათით. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ეს ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ ახერხებს ობიექტის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. მიზეზად, მათ შორის, დასახელებულია პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მშენებლობის დასრულებას უამრავი დაზარალებული პირი ელოდება და შესაბამისად, ამ ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილია შეღავათის სარგებლობის ვადა გახანგრძლივდეს.
წყარო: რეზონანსი