შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. Reuters-ის ინფორმაციით, სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა.

პარასკევს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd.-მა დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ იცავდა ტრასტის აქტივებს.

საქმე ეხება თაღლითურ ტრანზაქციებს, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მილიარდერის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რის შედეგადაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.

კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.