დასავლელი ტურისტების მხრივ წელს ჩავარდნაა, ჩინელი და ინდოელი ტურისტებისთვის კი ჩვენ გასტრონომია უცხოა,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორს ბევრი მუშაობა დასჭირდება, რათა აქამდე პრიორიტეტად განსაზღვრული დასავლელი ტურისტების ნაკადი დაიბრუნოს.
"წელს ჩავარდნა გვაქვს ევროპელი დამსვენებლებისა და ტურისტების მხრივ, რაც ძალიან საწყენია და ამაზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.
გეოგრაფია, რომელიც უცხოელ ტურისტებს ეხება, ეს არის არაბული ქვეყნები, განსაკუთრებით მზარდი იყო ინდოეთი და ჩინეთი. იმ კულტურულ მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით და ვთავაზობთ ჩვენს გასტრონომიას, მათთვის, შეიძლება ითქვას, მიუღებელია და ხშირ შემთხვევაში, მოთხოვნები იყო სხვადასხვა სასტუმროებში საკუთარი მზარეულის მოყვანის. რაც ჩვენს გასტრონომიას ახასიათებს არა მარტო საკვების, არამედ, ღვინის კუთხით, შეიძლება ითქვას, ეს საზოგადოება შესაბამისად არ უყურებს, განსხვავებით ევროპისგან, ამ ამერიკა იქნება ეს თუ ავსტრალია და ასე შემდეგ. რაც დღეს გაქვს, შესანარჩუნებელია, მაგრამ ევროპელი ტურისტი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.