ბიზნესმენი თემურ უგულავა ონლაინ კაზინოს ხსნის.
"ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უწყებრივი სანებართვო რეესტრის მიხედვით, შპს „ავიატორმა“ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მიღების შესახებ ნებართვა მიმდინარე წლის 24 იანვარს მიიღო. ნებართვის ვადა 5 წელია.
შპს „ავიატორის“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს „ავიატორ ჰოლდინგია“, რომლის მესაკუთრე ბიზნესმენი თემურ უგულავაა.
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ონლაინ კაზინოს სახელწოდება SetantaBet-ი იქნება.