უძრავი ქონების კომპანია ELP-ის დამფუძნებლის, ლევან ელიზბარაშვილის თქმით, ბინების კვადრატულ მეტრზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. პირიქით, მისი პროგნოზით, ფასები კიდევ გაიზრდება.
„კლასიკური კლების პროგნოზი არ არსებობს, რადგან არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც კიდევ შემოდის და მთავრობა მათი შემოღებას აპირებს,“ – განმარტავს ელიზბარაშვილი.
მისი თქმით, რეგულაციები მოიცავს ერთნაირი იერსახის შექმნას, საიზოლაციო სტანდარტებს, უკვე დამატებულ სახანძრო რეგულაციებს, რაც მშენებლობის ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.
„უძრავი ქონების ფასზე ველი მატებას იმიტომ, რომ არის მთელი რიგი საჭირო რეგულაციები, რომელიც კიდევ მისაღებია და როგორც ვიცით, მთავრობა ამ რეგულაციების შემოღებას აპირებს. მაგალითად, ერთნაირი იერსახის შექმნა, საიზოლაციო რეგულაციები, უკვე დამატებულია სახანძრო რეგულაციები, რაც ძალიან სწორია, თუმცა, მშენებლობის ხარჯებს ეს კიდევ უფრო გაზრდის. ამდენად, კლება შეუძლებელია, მაშინ, გაჩერდება სექტორი, მოკვდება ფულის ინვესტირების ინტერესი,“ – აღნიშნა ELP-ის დამფუძნებელმა "კომერსანტის" ეთერში.