კენიაში, ბოფას სანაპიროდან საქართველოში  ბაობაბების ექსპორტზე ბიძინა ივანიშვილმა ნებართვა მიიღო.- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა mongabay.com ავრცელებს. მათი ცნობით მიუხედავად გარემოს დამცველების წინააღმდეგობისა, კენიის  სატყეო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ეს ფაქტი  ბუნებისთვის  საფრთის  შემცველი არ არის და ბაობაბების  ექსპორტის ნებართვა გასცა.

შეგახსენებთ,რომ კენიის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყეს.

კანონმდებლები ამ სამ უწყებას გაუმჭვირვალობასა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობდნენ, რომ ხეები გადაშენების პირას მყოფ სახეობებს არ მიეკუთვნებიან და შესაბამისად, შესაძლებელია მათი გაყიდვაც.