„ეს ისეთი ტიპის ბიზნესია, სადაც ჩვენ თვითონ უნდა ვუკარნახოთ მომხმარებელს რა უნდა ატაროს, შესაბამისად, ჩვენ ქცევაზეა მომხმარებელი დამოკიდუებული, თუმცა არის ნიუანსები, რომელიც ჩვენი პროდუქტის დახვეწაში და განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ კომპანია „გეფერინის“ დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ ისაუბრა. მისი თქმით ჩინეთის ბაზარზე მაღალ ხარისხს ითხოვენ, რაც „გეფერინისთვის“ დიდი გამოწვევაა, გეფერიძე ასევე აღნიშნავს, იმასაც, რომ კომპანია „გეფერინი“ ამზადებს ისეთ პროდუქტს, რაც ევროპისთვის და ამერიკისთვის მისაღებია.
„მათ აქვთ ძალიან ბევრი ლოკალური ბრენდები, სადაც შეუძლიათ იყიდონ ლოკალური პროდუქცია, მაგრამ ეს არ უნდათ მათ, მათ უნდათ ევროპული ბრენდი, ეს არის არამატერიალური ღირებულების მატარებელი ბრენდი სადაც ფულს იხდიან, ისინი მთელი წელი აგროვებენ თანხებს, რომ გამოფენაზე ბრენდებისგან შეიძინონ პროდუქცია, მარტო B2B შეხვედრები არ ხდება, საცალო გაყიდვებიც არის, ამან ბევრი რამე გვასწავლა ჩვენ დავიხვეწეთ განვითარდით, მივხვდით დაახლოებით მათ რა მოსწონთ, არის მცირე ნიუანსები რაც შევცვალეთ, მაგრამ ბრენდმა მიმართულება არ უნდა შცვალოს. ჩვენ არც ფერებში მოვრგებივართ არც დიზაინში, უბრალოდ მცირე ნიუანსები გავითვალისწინეთ.
მე თუ შევიცვლები და მომხმარებელს და იდენტობას დავკარგავ , ის აღარ ამირჩევს. ჩვენ ბევრჯერ გვთხოვა მყიდველმა რომ რაღაც შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით, ეს არის ჩვენი დიზაინერების გაკეთებული და ის თვლის რომ გაიყიდება და ჩვენ ამის პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენი დიზაინერები, რდოესაც მუშაობენ, ნახულობენ გასულ პერიოდში რა გაიყიდა, ჩვენ სწრაფი მოდის წარმომადგენლები არ ვართ, ჩვენ მდგრად მოდას მივეკუთვნებით და არსებულ მოდელებს ვეყდრნობით.
ცნობილი ბრენდები ამას არ აკეთებენ და კოლექციებს ცვლიან, ჩვენი მოდული განსხვავებულია და ვქმნით მოდელებს, რომლებიც წლებია ბაზარზეა და ვამატებთ ახალ მოდელებს.“ - აღნიშნა ილია გეფერიძემ.
გეფერიძის თქმით მსოფლიო მოდის ტენდენციებს თვალი უნდა ადევნო და ფეხი აუწყო. ეს არ არის კვების პროდუქტი, რომ ნიშური პროდუქტი შესთავაზო მომხამარებელს და ლოკალური ელემენტები შეიტანo
„ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ საერთაშორისო პროდუქტი, ჩვენი დავალებაც დიზაინერების მიმართ იყო ის, რომ არ შემოვიფარგლოთ ლოკალურად. სხვადასხვა კულტურაში შევდივართ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა კულტურა და რაღაც ერთი მიმართულება უნდა იყოს, რომელსაც სხვები აყვებიან, ძალიან რთულია რომ გამოიტანო შიდა ლოკალური კუთხეები ან ორნამენტები, შეიძლება რაღაც კოლექცია გაკეთდეს მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივი სახის.
მონდომებამ, ბევრმა შრომამ, ბევრმა წვალებამ, შექმნა ის, რომ ჩვენი პროდუქტი იტალიური და ჩინურს უწევს კონკურენციას როგორც ხარისხში ასევე ფასში, ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ არ დავნებდით და ჩვენი თავი მივუძღვენით ამ საქმეს“ - აღნიშნა ილია გეფერიძემ.