საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის ექსპორტიდან ქვეყანამ $67,4 მლნ მიიღო, რაც 11,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წარმოებული აზოტოვანი სასუქი მსოფლიოს 20 ბაზარზე გადის, მთლიანი ექსპორტის 23% კი რუმინეთზე მოდის, მეორე ადგილზე ლიეტუვაა, მესამეზე კი ესპანეთი.
რუმინეთი - $15,748 მლნ
ლიეტუვა - $8,201 მლნ
ესპანეთი - $8,137 მლნ
ნამიბია - $6,404 მლნ
ტანზანია - $4,776 მლნ
აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ივნისში განხორციელდა და 15,577 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.