„კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში კომპანია „ვინტოს“ დირექტორმა ავტოსერვისის სფერო შეაფასა. ნიკოლოზ ხოდელის თქმით, საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც მძღოლებს მომსახურებას სთავაზობს, თუმცა მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სულ რამდენიმეა.

რაც შეეხება „ვინტოს“ კომპანიის უპირატესობა, ხარისხთან ერთად მისი სერვისის მრავალფეროვნებაცაა.

„ვისოლ პეტროლიუმი“, „ვინტო“ და „სმარტი“ გაერთიანებულია ერთ ლოალურ სისტემაში, ჩვენ გვაქვს მობაილ აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ფასდაკლების მიღება საწვავზე, ასევე ქულების დაგროვება. ფასდაკლების სისტემა, იმავე ბარათის გამოყენებით „ვინტოშიც“ მოქმედებს, ასევე სუპერმარკეტ „სმარტშიც“. ასეთი უნიკალური ლოიალობის სისტემა არც ერთ ჩვენს კონკურენტს არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ყველას აქვს აქციები, მაგრამ ჩვენი მულტიფუნქციურობა გვაძლევს საშუალებას, უფრო საინტერესო იყოს ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობა.

თუ თქვენ საბურავებს „ვინტოში“ შეიძენთ, დააგროვებთ ქულებს, შემდეგ ამ ქულების გადაცვლა შეგიძლიათ „ვისოლის“ საწვავში, ან პირიქით, “ვისოლში“ შეძენილი საწვავით დაგროვებული ქულები შეგიძლიათ „ვინტოში“ გადაცვალოთ. იგივე ეხება “სმარტის“ სავაჭრო ცენტრსაც. დამატებითი სერვისების ჩაშენება და აპლიკაციის განახლება მუდმივად  მიმდინარეობს.

ბაზარზე კონკურენცია ძალიან მძაფრია, საავტომობილო ინდუსტრია საკმაოდ პენეტრირებულია, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე უამრავი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს, თუმცა ბრენდულ და ქსელურ კომპანიებს რაც შეეხება, ასეთი თითებზე ჩამოსათვლელია. ვფიქრობ, რომ საავტომობილო ბაზარი სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და გაიზრდება ბრენდული კომპანიების წილი, ისევე როგორც ეს საქართველოს სხვა ინდუსტრიებში მოხდა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხოდელმა.

კადრების დეფიციტი ისევე როგორც ზოგადად, ყველა ტექნიკური მიმართულებით მომუშავე სექტორს, ავტოსერვისსაც აქვს. თუმცა, „ვინტო“ ცდილობს კონკურენტული ანაზღაურებით ეს დეფიციტი დაძლიოს და გამოცდილი კადრები მოიზიდოს.

,,კადრების მოძიების სირთულე საკმაოდ მწვავე პრობლემაა, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ზოგადად, ეკონომიკის სექტორისთვის. ჩვენც გვიჭირს კვალიფიციური კადრების მოძიება, გვჭირდება ტექნიკური პერსონალის მოძიება, რაც არ არის მარტივი, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვართ, საკმაოდ კარგი გარემო და პირობები გვაქვს დასაქმებულთათვის, ვცდილობთ, მათ ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, რაც ალბათ, ჩვენც უპირატესობას აჩვენებს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხოდელმა.