ახლახან მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე მერვე „ანტრეს“ ბაქოში გავხსნით, - ამის შესახებ „ანტრეს“ თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ შარლიმ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბაქო საზღვრებს გარეთ პირველ ქალაქად იმის გამო შეირჩა, რომ ლოგისტიკურად ფილიალის მეზობელ ქვეყანაში გახსნა უფრო მარტივია.

„ანტრეს დაარსებიდან პირველივე დღეს ვიცოდით რომ ის საერთაშორისო კომპანია იქნებოდა, ბაქო საზღვრებს გარეთ პირველი ქალაქად შევარჩიეთ რადგან ლოგისტიკურად მეზობელ ვეყანაში გახსნა მარტივია. მოგეხსენებათ, ყოველ ახალ ქვეყანაში ჩვენ ჩვენი გუნდით მივდივართ სადაც 15-დან 20 ადამიანამდე 6-დან 12 თვემდე რჩება და სხვადასხვა პროცესებს მართავს.

პირველ წარმატებას საზღვრებს გარეთ ჩვენ ბაქოში მივაღწიეთ, სწორედ აქ დავინახეთ რომ ფორმატი რომელიც ჩვენ შევქმენით ქართული და ევროპული კულტურების უნიკალური შერწყმა, ჯანსაღი და ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქტები, უსაფუარო ხელნაკეთი პური, ფრანგული კრუასანი, ვეგანური და ვეგეტარიანული პოზიციები ქმნის ცხოვრების განსხვავებულ უფრო ჯანსაღ და უფრო გაცნობიერებულ არჩევანს, ანტრე სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება თბიისშიც ბაქოშიც და ლონდონშიც.

ე.წ. „ნოუჰაუ“-ს დანერგვა ჩვენი მუდმივი მდგომარეობაა - 2008 წელს როდესაც თბილისში პირველი ანტრე გაჩნდა ჩვენ ვიყავით პირველები ვინც დილით 08:00-ზე იხსნებოდა და საუზმის როგორც ადგილზე მირთმევის ისე თან წაღების ოფციონი ჰქონდა, მაგ დროს ქალაღრმა ძილით ეძინა და როგორც წესი გარეთ საუზმის კულტურა არ არსებობდა, ჩვენს შემდეგ კი ბევრი მსგავსი ფორმატის ობიექტი გაჩნდა.

პირველივე დღიდან ანტრეში თამბაქოს მოხმარება შიდა სივრცეებში აკრძალული იყო, რამაც თავიდან დიდი პროტესტი გამოიწვია. 2008 წელი იყო არ დაგავიწყდეთ, ხალხს არ სჯეროდა რომ ასეთი რამ ოდესმე იმუშავებს, ჩვენ კი დარწმუნებულები ვიყავით იქ სადაც ხელნაკეთი უსაფუარო ჯანსაღი პური ცხვება, არ შეიძლება თამბაქოს კვამლი იყოს. ჩვენი არჩევანი თუნდაც რისკის ხარჯზე ყოველთვის სწორი  - ჯანმრთელი არჩევანია. დღეს თბილისში შიდა სივრცეში მოწევა ყველგან დაუშვებელია და ეს აღარავის უკვირს“, - ამბობს ჟან მიშელ შარლი.

რაც შეეხება ლონდონში ფილიალების გახსნას, მისი თქმით, 4-6 ობიექტის დამატება კიდევ იგეგმება, თუმცა ბრიტანეთის გარდა სხვა ქვეყნებში შესვლაც განიხილება.

„ლონდონში მე და ჩემი ქართველი პარტნიორი ძალიან კონკრეტული მისიით წავედით  -  გვინდოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისისთვის გვეჩვენებინა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან დახვეწილია, ქართული გემოები ღირსეული მოთამაშე მსოფლიო სამზარეულო კულტურებს შორის, ხოლო ფორმატი რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაქსიმალურად მოსახერხებელია სწრაფი და ხარისხიანი მოხმარებისთვის.

ორი წლის თავზე ჩვენ ლონდონში 4 ობიექტი გვაქვს, გვყავს ქართული კულინარიით სრულიად აღფრთოვანებული მომხმარებელი. ლონდონში ჩვენ მინიმუმ 4-6 ობიექტს კიდევ გავხსნით თუმცა რასაკვირველია ბრიტანეთზე არ შევჩერდებით და ნელ ნელა სხვა ქვეყნებშიც სიამაყით განვვითარდებით“, - ამბობს ჟან მიშელ შარლი.

„ანტრე"  საქართველოში 16 ფილიალის მფლობელია. გარდა ამისა, ბაქოში - 7 ობიექტითაა წარმოდგენილი, ხოლო ლონდონში 4-ით.