რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ელჩად რუსეთში შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს.

რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 2012–2015 წლებში იყო შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ამჟამად არის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში.

კომერსანტის ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ამერიკის წინა ანუ ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოაყენა, მაგრამ ახალს ჯერ არ მოუხსნია.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი რუსეთში ამ დროისთვის არის ლინ მარი ტრეისი, რომელიც ამ პოსტზე 2023 წლის იანვარში დაინიშნა და როტაციის ვადა არ ამოწურვია.