საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) რიგებს კიდევ ერთი მსხვილი და პრესტიჟული კომპანია, მერსედეს-ბენცისა და დაიმლერ თრაქის გენერალურიდისტრიბუტორი საქართველოში მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა „მერსედეს-ბენცი ჯგუფისა“ და სს„დაიმლერ თრაქის“ საქართველოში გენერალურ დისტრიბუტორს წარმოადგენს. მერსედეს-ბენცი საქართველო წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე დაგაყიდვების კუთხით პრემიუმ სეგმენტში ლიდერის პოზიცია უჭირავს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთოავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციასა და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიციური სპეციალისტებისმეშვეობით.
მერსედეს-ბენცი საქართველო მოქმედებს „მერსედეს-ბენც ჯგუფის“ სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილებისსაგარანტიო პირობების დაცვას. კომპანიის პერსონალი მუდმივად გადის სწავლებას გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, როგორცსაქართველოში, ისე გერმანიაში, რაც უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტითანამშრომელი.
ახალი თანამედროვე გაფართოებული მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, რომელიც 2018 წლის დეკემბრის თვეში საზეიმო ვითარებაშიგაიხსნა, კომპანიისთვის ნიშნავს ახალ წარმატებას, ახალ დასაქმებულებს, გაზრდილ სიმძლავრეებს და საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებითუზრუნველყოფილ მომსახურებას. ამავდროულად, სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანია არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და სამომავლო წარმატებას პირდაპირ უკავშირებს კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებლის მოზიდვას, რაცგანპირობებული იქნება სხვადასხვა სიახლეების დანერგვით.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პრემიუმ ავტოსეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელსაც აქვს ბაზარზე ოპერირების 30 წელზე მეტი წარმატებული ისტორია, წარმოადგენს გერმანული ხარისხისა და თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთასტანდარტების საუკეთესო მაგალითს. დარწმუნებული ვართ, რომ მერსედეს-ბენცი საქართველოს გამოცდილება და მაღალი კორპორაციული კულტურამნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესში. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს მათ სამომავლოინიციატივებსა და სიახლეების დანერგვის პროცესს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.