წელს, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 12%-ით გაიზარდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, 7 თვეში ბაზარზე 1.747 მლრდ დოლარის გარიგებები დაიდო, რაც გასულ წელთან შედარებით 188 მილიონით მეტია. მშენებარე, პირველად და მეორად ბაზარზე ჯამში 22 950 ბინა გაიყიდა, 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 70 ბინით ნაკლები. ამასთან, მიუხედავად ღირებულების ზრდისა, წელს 2021 წლის 7 თვესთან შედარებით ყველაზე ნაკლები ბინაა გაყიდული.
თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა
- 2021 წლის 7 თვე 19 224 ტრანზაქცია
- 2022 წლის 7 თვე 23 884 ტრანზაქცია
- 2023 წლის 7 თვე 23 666 ტრანზაქცია
- 2024 წლის 7 თვე 23 020 ტრანზაქცია
- 2025 წლის 7 თვე 22 950 ტრანზაქცია
საინტერესოა, როგორ შეიცვალა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა ამავე პერიოდში. Colliers Georgia-ს მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ბაზარზე სულ 886.7 მლნ დოლარის ყიდვა-გაყიდვის გარიგება იყო დადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლიან ჭრილში ტრანზაქციები თუ მხოლოდ 19%-ით გაიზარდა, ღირებულება კი 97%-ით არის გაზრდილი.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა
- 2021 წლის 7 თვე $886,713,130
- 2022 წლის 7 თვე $1,249,287,245
- 2023 წლის 7 თვე $1,468,613,569
- 2024 წლის 7 თვე $1,559,744,025
- 2025 წლის 7 თვე $1,747,695,569