2019-2022 წლებში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $366.4 მლნ მიიღო, მოცულობამ კი ჯამში 74.4 ათას ტონას გადააჭარბა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, თხილის, ნუშის, კაკლის, წაბლის და ფსტას ექსპორტიდან ქვეყანამ მხოლოდ გასულ წელს 100 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. მათ შორის ქვეყნიდან გავიდა 22 029.1 ტონა თხილი, 612.6 ტონა ნუში,  212.4 ტონა კაკალი, 736.3 ტონა წაბლი და ფსტა.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს საქართველოში შემოვიდა 2.8 მლნ დოლარის თხილი, 4.6 მლნ დოლარის ნუში, 5.3 მლნ დოლარის კაკალი, 2.4 მლნ დოლარის წაბლი და ფსტა. თხილეულის საერთო რაოდენობამ 4 ათას ტონას გადააჭარბა.