ნარჩენების მართვის Რეფორმის დაწყებიდან 5 თვეში მეორადი საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და ელექტრონული მოწყობილებების ამოღება და გადამუშავება 3-მა ავტორიზებულმა "მგვ" ორგანიზაციამ უკვე დაიწყო.
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ("მგვ") ორგანიზაციები საუბრობენ მეორადი საბურავების გადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობაზეც. მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ გადამამუშევებელ ქარხნებს შესაბამისი სიმძლავრეები არ აქვთ, ამიტომ შეგროვებული საბურავის გადამუშავება ვერ ხდება.
მგვ ორგანიზაციებმა ბაზარზე არსებული საბურავების გადამამუშავებელ ერთ-ერთ ქარხანაში, რომელსაც კომპანია რაბერ ტექი ფლობს, დაგეგმილზე 2-ჯერ მეტი მოცულობის საბურავი ჩააბარეს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმოში ბოლო 3 თვეში შემოსული საბურავების გადამუშავება გაზრდილი სიმძლავრეების ფონზეც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ქარხანამ ამ ეტაპზე მეორადი საბურავების, გადამუშავების მიზნით, მიღება დროებით შეაჩერა.
“აღმოჩნდა ისე, რომ მოწოდება გაცილებით უფრო დიდია მეორადი საბურავების იმ მოლოდინზე ვიდრე გვქონდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენ პრობლემა არ გვქონია ჩვენ მოვემსახურეთ მგვ ორგანიზაციებს უბრალოდ მაისის თვეში ძალიან ჭარბი რაოდენობით შემოვიდა მეორადი საბურავები. კანონმა დაიწყო მუშაობა. მივიღეთ იმაზე ორჯერ მეტი საბურავი, ვიდრე იყო მოლოდინი. 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი საბურავი შემოდის, ვიდრე ქარხანა ამუშავებს, ამიტომ დროებით შევწყვიტეთ საბურავების მიღება. იქამდე სანამ გაუმჯობესებულ უფრო დიდი წარმადობის ქარხანას არ შემოვიტანთ მგვ ორგანიზაციებს ექნებათ პრობლემა.”- ამბობს კომპანია “რაბერ ტექის” დამფუძნებელი შიო დავლიანიძე.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის რეფორმის ანგარიშის მიხედვით, მგვ ორგანიზაციებში 9020 მწარმოებელია რეგისტრირებული.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით “საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციამ” 2023 წლის პირველ 5 თვეში 414 ტონა, “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 390 ტონა, ხოლო “თეგეტა გრინ პლანეტმა” 502 ტონა მეორადი საბურავი შეაგროვა. ანუ ჯამურად 2023 წლის იანვარ-მაისში მგვ ორგანიზაციებმა 1 306 ტონა მეორადი საბურავი შეაგროვეს.
3-ჯერ მეტი მეორადი საბურავი შემოდის, ვიდრე ქარხანა ამუშავებს, ამიტომ დროებით საბურავების მიღება შევწყვიტეთ- Rubber Tech
რა მისიით ჩამოვიდა ამერიკული დელეგაცია საქართველოში?! - აშშ-ს საელჩოს განცხადება
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია ჯანაშიას 30 მილიონი ლარი გარიგების საფუძველზე ჩაერიცხა - გიორგი ცუცქირიძე
რსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდადაა განწყობილი - ცოტნე ივანიშვილი
დასავლეთი ცდილობს ჩვენი მოკავშირეების დაშორებას, როგორც ეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა, ახლა ცდილობენ სომხეთის იმავე მცდარ ლოგიკაში ჩართვას - ლავროვი
Brent ბარელზე 97,2 დოლარამდე გაიაფდა
1779712200