https://youtu.be/Rd10wREnNWQ?si=U2-fhrGzidYhuUYK

 „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, საიუბილეო თვის აღნიშვნა და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული აქციების შეთავაზება დაიწყო.

„საუკეთესო მომენტების 13 წელი“ - ესტუმრე „კარფურს“ 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით და ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

„კარფურის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით მომხმარებლები, შერჩეულ ასორტიმენტზე 1+1 აქციით ისარგებლებენ, რაც ნიშნავს, რომ ერთი პროდუქტის შეძენისას მეორეს ყველა უფასოდ მიიღებს. გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება მოქმედებს „მაიქლაბის“ გატარებისას.

1+1 აქციის ფარგლებში შერჩეული პროდუქტები, დამატებით შეთავაზებებთან ერთად, ხელმისაწვდომია „Glovo“-სა და „Wolt“-ის აპლიკაციებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ შოპინგი, კიდევ უფრო, სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

„კარფური“ ზრუნავს და ყოველთვის ცდილობს შექმნას საუკეთესო მომენტები თავისი მომხმარებლებისთვის. ამჯერად, 13 იღბლიანი ადამიანი, ყოველ თვე 1000 ლარს, „კარფურისგან“ ხელფასის სახით, მიიღებს. რადგან კომპანია საიუბილეო 13 წელს ითვლის, მთავარი პრიზის ჯამური თანხა თითოეული გამარჯვებულისთვის - შეადგენს 13 000 ლარს.

მთავარი პრიზის მოსაგებად ბილეთები გაიცემა ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში 70 ლარის, ხოლო მცირე ზომის, „სითი“ ფორმატის ფილიალებში 50 ლარის შენაძენზე. ერთ ტრანზაქციაზე ბილეთების გათამაშების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ცალი, ხოლო „მაიქლაბის“ გატარების შემთხვევაში 6 ცალი. გამარჯვებულები, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 11 და 25 ოქტომბერს, 17:30 საათზე გამოვლინდებიან.

ეს ყველაფერი არ არის, მომხმარებლებს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში წარმოდგენილი შერჩეული პროდუქცია და ტექნიკის ბრენდები: SAMSUNG, APPLE, MIDEA, GORENJE, HONOR - 50%-მდე ფასდაკლებით დახვდებათ. ამასთან ერთად, 70 ლარის შენაძენსა და „მაიქლაბის“ გატარებისას, შემთხვევითობის პრინციპით, მომენტალურად, სალაროსთან გათამაშდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა: სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. ისეთი ბრენდების როგორიცაა KARCHER, SMEG, DYSON, JBL და სხვა. ეს კი, დამატებითი შესაძლებლობაა ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი იღბლიანი ადამიანი დასაჩუქრდეს.

შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის “კარფურის” ლოალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთგული მომხმარებლები განსაკუთებული ფასდაკლებებით, შეთავაზებებითა და ქულების დაგროვების სისტემით სარგებლობენ. „მაიქლაბზე“ დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალში სასურველი პროდუქტის ან ნივთის შესაძენად.

ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბით“ სარგებლობა შესაძლებელია „კარფურის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით - “MAF CARREFOUR”, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით,  თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

ეწვიეთ „კარფურს“, ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით და არ გამოტოვოთ  პრიზების მოგების შესაძლებლობა.