თანამედროვე სამყაროში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ხელოვნური ინტელექტია (AI), რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის გარდაქმნას ახდენს. ამ მხრივ არც განათლების სექტორია გამონაკლისი. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის უამრავი მიმართულებით გამოიყენება სასარგებლოდ, მათ შორის ესაა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის სწავლის პროცესის გაუმჯობესება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია განათლების სფეროში შესაძლებელია ბევრი მიმართულებით ავტომატური შეფასებიდან დაწყებული, პერსონალი სწავლებით დამთავრებული.
ესეების ავტომატური წერა განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ბოლო სიახლეა. ხელოვნური ინტელექტის წერილობით ასისტენტს შეუძლია სტუდენტებს მაღალი ხარისხის ესსე და ნაშრომი გრამატიკის, მართლწერისა და სინტაქსის წესების დაცვით, შეცდომების გარეშე, მოკლე დროში დაუწეროს. თუმცა, კითხვა, მიიღებს თუ არა AI-ის მიერ ესსეს ან დისერტაციის უნივერსიტეტი, ღიად რჩება.
ხელოვნური ინტელექტის მქონე მწერალი ასისტენტების გამოყენების უპირატესობების მიუხედავად, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ასეთი მექანიზმების გამოყენების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული ტექსტი პლაგიატს არ გამორიცხავს. უნივერსიტეტების უმრავლესობას პლაგიატთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა აქვს, შესაბამისად AI-ს მიერ დაწერილი ტექსტის წარდგენის შემთხვევაში სტუდენტს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.
შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების შინაარსი და ის თუ რამდენად ხარისხიანი შეიძლება იყოს ის, ადამიანის მიერ დაწერილ ტექსტთან შედარებით.
ხელოვნური ინტელექტის მართალია გამართულ ტექსტს წერს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ადამიანის ენის ნიუანსებისა და სირთულეების აღქმას. მან შეიძლება ვერ გაიგოს გარკვეული ფრაზების სავარაუდო მნიშვნელობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ინტერპრეტაცია.
გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულებები სტუდენტებისგან ნაშრომში კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნების გამოყენებას მოითხოვენ. ასეთი უნარები შესაძლოა AI-სთვის რთული იყოს. ხელოვნური ინტელექტი მოკლებულია აკადემიური მუშაობისთვის საჭირო სიღრმესა და კრეატიულობას.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე მწერალი ასისტენტები სტუდენტებისთვის შესაძლოა დამატებით სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს უნარების გასაუმჯობესებლად. თუმცა, მთიანად მის ხარჯზე სრული ტექსტის შემუშავება გაუმართლებელია. ასეთ ტექსტს გამოავლენს პლაგიატზე შემოწმება. ამიტომ სტუდენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი და ყოველთვის წარადგინონ ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც ასახავს მათ იდეებსა და აზრებს.