“ევროპამ გადაწყვიტა, რომ 2030 წლისთვის ომში ჩაებმება. საქმე ის კი არ არის, რომ მას ეს უნდოდა, შეეძლო ან გეგმავდა – მან ეს უბრალოდ გადაწყვიტა. აპრილის არჩევნები იქნება ბოლო უნგრული არჩევნები ომამდე. შემდეგ მთავრობას მოუწევს გადაწყვიტოს ომისა და მშვიდობის საკითხი.” - ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა.

“ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დამარცხდნენ. ყველგან, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მზადება შესაძლო ომისთვის.”

“სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე შემოღებულია ცხრა ქვეყანაში, ზოგან კი ის ქალებზეც კი გავრცელდა. მოსახლეობას ეგზავნება ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთონ ომის შემთხვევაში, სამხედრო ხარჯები კი მკვეთრად გაიზარდა. ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელთა მიხედვითაც სამხედრო ქვედანაყოფები მოგვიანებით უკრაინაში გაიგზავნება.“