საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 15 თებერვალს გაიმართა.

ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ზუკა რურუა. კენჭისყრის პროცესში სულ 40 დელეგატი მონაწილეობდა.

დიმიტრი აბდუშელიშვილი ვეტერანი წყალბურთელია. იგი წყალბურთის გუნდ „აპოლოს“ დამფუძნებელია, რომელიც შექმნიდან პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ახლად არჩეული პრეზიდენტი ფედერაციას 2030 წლამდე უხელმძღვანელებს.

ამ დრომდე ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი იყო.

bm.ge