ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში ენერგეტიკის, რესურსების მოპოვებისა და ავიაციის სფეროებში პოტენციურ შეთანხმებებს განიხილავს.
„შეთანხმების გრძელვადიან პერიოდში არსებობისთვის აუცილებელია, აშშ-მა ასევე მიიღოს სარგებელი მაღალი და სწრაფი ეკონომიკური შემოსავლის მქონე სფეროებში. მოლაპარაკებების საკითხებს შორის შედის ნავთობისა და გაზის საბადოების, ერთობლივი საბადოების, სამთო ინვესტიციებისა და თვითმფრინავების შესყიდვის საერთო ინტერესებიც კი. 2015 წელს დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილემ, ჰამიდ ღანბარიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს სწორედ ირანი აფერხებს და არა აშშ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებას ამჯობინებს, თუმცა ირანთან შეთანხმების მიღწევა „ძალიან რთულია“.