გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen AG-მ 2025 წელს, ავტომობილების გაყიდვების 1.4%-ით, 4.73 მილიონამდე შემცირების შესახებ განაცხადა.

ევროპაში Volkswagen-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 5.1%-ით, ხოლო სამხრეთ ამერიკაში 18.5%-ით გაიზარდა. ჩინეთში გაყიდვები 8.4%-ით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 8.2%-ით შემცირდა.

ელექტრომობილების გაყიდვები გასულ წელს პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 382 000 ერთეული შეადგინა. ამასთან, ევროპაში ასეთი ავტომობილების გაყიდვები 50%-ით გაიზარდა. ელექტრომობილების წილმა გლობალურ გაყიდვებში 8.1% შეადგინა.

Volkswagen ლიდერია ავტომობილების ბაზარზე მთელ ევროპაში და კერძოდ, გერმანიაში, სადაც ბრენდი ბაზრის 19.6%-ს იკავებს (წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტი).

ბოლო 12 თვის განმავლობაში, Volkswagen-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.7%-ით გაიზარდა და 51.59 მილიარდ ევროს მიაღწია.

წყარო: Interfax