ჟან-შარლ ბუასემ, ცნობილმა ფრანგმა მეღვინემ, მეწარმემ და ბურგუნდიული ღვინის მსხვილი ჯგუფის, Boisset Collection-ის ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე ფლობს მეღვინეობის აქტივებს შეერთებულ შტატებში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნაპას ველში ორი სადეგუსტაციო დარბაზი დახურა, – ამის შესახებ San Francisco Chronicle იუწყება.

საუბარია ნაპას ცენტრში მდებარე Chateau Buena Vista-ს ღვინის ქარხნებზე  და იუნტვილში მდებარე JCB Tasting Salon–ზე. სადეგუსტაციო დარბაზები ცნობილია ექსტრავაგანტური დიზაინით, რომელიც მოიცავს ხავერდის, მარმარილოსა და ბროლის ჭაღების კომბინაციას.

ღვინის გარდა, დეგუსტაციის დროს, როგორც წესი, ხიზილალასა და შოკოლადს სთავაზობდნენ, ასევე ხშირად იმართებოდა გეტსბის, ჯეიმს ბონდისა და ბარბის სტილში შექმნილი თემატური წვეულებები.

ბუასეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ღვინის კრიზისმა ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებზეც იმოქმედა. კომპანიამ თავისი მეორე ლოკაციის, JCB-ის დეგუსტაციის სალონის დახურვა იჯარის ვადის ამოწურვას მიაწერა, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ითვლება, რომ ღვინის ინდუსტრიაში კრიზისმა შესაძლოა ორივე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.

ვრცლად rbc - ზე