ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავეს, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა.

სამი წყაროს თქმით, დელსი როდრიგესის ძმა, პარლამენტის თავმჯდომარე, ხორხე როდრიგესი კარაკასში იმყოფება.

www.interpressnews.ge