ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ვლადიმირ პადრინომ, 4 იანვარს, დილით ტელევიზიით განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაცვის რაზმის დიდი ნაწილი დაიღუპა აშშ-ის მიერ 3 იანვარს მოწყობილი ოპერაციის დროს, რომლის შედეგადაც დააკავეს ვენესუელის მმართველი - იტყობინება Reuters.

პადრინომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. მან მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესის დროებით პრეზიდენტად გამოცხადებას და განაცხადა, რომ სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული ძალები გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვენესუელის სამხედროები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას.

პადრინომ განცხადებით, რომელშიც მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც როდრიგესი 90 დღით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ თავისმა ქვეყანამ „წარმატებით მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან.

ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, - წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს გამართავს სხდომას ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის გარშემო. გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს "სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.

www.radiotavisupleba.ge