აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. 

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მასშტაბური პროცესი დაიწყო. მადლობა! ვიმედოვნებ, რომ ამ პატიმრებს ემახსოვრებათ, როგორ გაუმართლათ, რომ აშშ მივიდა და გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო. ვიმედოვნებ, რომ არასდროს დაავიწყდებათ! თუ დაავიწყდებათ, მათთვის კარგი არ იქნება". - წერს ტრამპი.

მანამდე, ტრამპი წერდა, რომ "მშვიდობის ძიების" ნიშნად ვენესუელა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა. 

ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. 

მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.

tabula.ge