Universal Music Group-ის შესყიდვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკელი მილიარდერი ბილ აკმანი მასში თავისი წილის გაყიდვას აპირებს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი გაყიდვების დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომელსაც რედაქცია გაეცნო.
მილიარდერის ჰეჯ-ფონდი Pershing Square Universal-ში თავისი წილის გაყიდვას აპირებს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უდიდესმა მუსიკალურმა კომპანიამ მის ბოლოდროინდელ შესყიდვის შეთავაზებაზე უარი თქვა. გაყიდვის დოკუმენტის თანახმად, წილი წარმოადგენს Universal-ის დაახლოებით 80.6 მილიონ აქციას, რომელთა ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარზე მეტია. გამოცემის წყაროს ცნობით, Pershing Square-ი ელის თითქმის ხუთწლიანი ინვესტიციიდან მინიმუმ 600 მილიონი დოლარის მოგებას, დივიდენდების ჩათვლით.
აქციებს ინვესტორებს სთავაზობენ 3 ივნისის დახურვის ფასთან შედარებით 3%-დან 8%-მდე ფასდაკლებით, რომელიც დაახლოებით 19 ევროს შეადგენდა ერთ აქციაზე.