ევროკავშირის ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში თავიანთ სამხედრო გემებს რუსული ნავთობის გადაზიდვაში ეჭვმიტანილი უცხოური ტანკერების დაკავების უფლება მისცეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა, იუწყება TASS.

ამ ქმედებების მთავარი მიზანი იქნება „რუსეთის მიერ ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვა“, დასძინა კალასმა.

მისი თქმით, დაკავებები უფლებამოსილია ევროკავშირის საზღვაო ძალების ოპერაცია „ირინი“-ს ფარგლებში. ისინი ხმელთაშუა ზღვაში 2020 წელს განლაგდნენ სავაჭრო გემების შესამოწმებლად, რათა თავიდან აეცილებინათ ლიბიაში იარაღის უკანონო გადაზიდვები.