იტალიურმა UniCredit-მა გერმანიის მთავრობასთან Commerzbank-ის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება ეფუძნება Commerzbank-ის მიერ საშუალო ზომის ბიზნესებთან (Mittelstand) თანამშრომლობას და გერმანული ბანკის საერთაშორისო პოტენციალს, იტყობინება ბანკი ფედერალურ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. ის ითვალისწინებს ბიზნესის გაფართოებას Mittelstand–ის სეგმენტში, ფრანკფურტში შტაბ-ბინის შენარჩუნებას და საფონდო ბირჟაზე ლისტინგს.
„UniCredit“-ი „Commerzbank“-ში თავის წილს 2024 წლიდან ზრდის და მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გერმანული ბანკის აქციონერებს გამოსყიდვის შეთავაზება წარუდგინა. შეთავაზება დაეთანხმნენ აქციების 17.6%-ის მფლობელები, რამაც „UniCredit“-ს საშუალება მისცა, თავისი წილი 47.59%-მდე გაეზარდა.
ნოემბრის დასაწყისში იტალიურმა ბანკმა განაცხადა, რომ შერწყმის დასრულებას ნოემბერში და გერმანული ბანკის ახალი მენეჯმენტის დანიშვნას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავდა. გარიგება უკვე დაამტკიცეს ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB).
UniCredit-ის აქციები ხუთშაბათს ვაჭრობისას 2.3%-ით, ხოლო Commerzbank-ის აქციები 1.4%-ით გაიზარდა. ბაზარზე პირველის ღირებულება 120.85 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო მეორეს - 40.76 მილიარდ ევროს.