„ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. თითოეული მათგანი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
„ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს