ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, - ამბობს მეორე თვითმხილველი.

„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, - განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა ადგილზე.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში კორპუსში, აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილია 4 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი.

ipn.ge