2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 ათასი ტონა საწებლები, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული საწებლების რაოდენობა 5%-ით (58.8 ტონა), ხოლო ღირებულება 20%-ით (527.8 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 31 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი(25%), აშშ (24%), ისრაელი(14%).

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს