„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე - აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
„საქსტატის“ ცნობითვე, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
„2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 11.6 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი - გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლებს, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 5281 გემი, რომელთა 47.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.7 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 17.4 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 4.7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ და სხვა გემებზე განაწილდა. 2026 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 33.9 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15.8 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 18.2 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული კი - 90.9 პროცენტით ნაკლები.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.0 პროცენტი - ლიბერიის, 13.8 პროცენტი - თურქეთის, 10.8 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 43.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.6 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 636.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 26.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 42.2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 39.7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 18.1 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.